ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
„დეკლარაციაზე ხელისმომწერი 30 ოპოზიციური ლიდერის თავის ქალის გადახსნა და შიგ ჩახედვაც კი არაა საკმარისი რომ გაიგო დარჩათ თუ არა საღად და პრაგმატულად აზროვნების უნარი. ამ დეკლარაციით ხომ აჩვენებენ რომ ფაქტიურად ელექტორატი შემოეცალათ და ალბათ პარლამენტში გამსვლელი იმ თითო პროცენტის დაცვას თუ აპირებს ზოგი თითოკაციანი პარტია, თანაც "ნაცმოძრაობის" დახმარებით, თორემ თავად სად ჰყავთ ხალხი ან აქტივი. ანუ ნაცმოძის მხრებზე აპირებენ პარლამენტში შეძრომას.
და კიდევ, ყველა კარგად ხვდება რომ ეს აბსოლუტურად ხელოვნური ერთობა, ისევე როგორც 2003 წელს, სჭირდებათ დასავლეთთან კომბინაციების დასაწყობად - გამოვა 30 პარტია (ციფრი ჟღერს!) მათი სატელიტი ენჯეოები და არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებენ, იმ იმედით რომ 30 პარტიის და მათი მომხრეების ნათქვამში ეჭვის შეტანა უფრო რთული იქნება ვიდრე 2 ან 3-ს.
რატომღაც არ უნდათ შეიგნონ რომ რევოლუციას საქართველოში საზოგადოება მხარს აღარ დაუჭერს, მითუმეტეს ამ ბოლომდე დისკრედიტირებული (ჩაჯვი)პარტიების თაოსნობით და წესით ეს არც დასავლეთს უნდა სჭირდებოდეს კავკასიაში მის ერთადერთ სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში.“