ემბერ ჰერდისა და ილონ მასკის რომანი, რომელიც როგორც ჯონი დეპის დაცვის მხარე იტყობინება, ჯერ კიდევ წყვილის ქორწინების პერიოდში დაიწყო. თუმცაღა ცნობილი ბიზნესმენი ამ ფაქტს უარყოფს.
არსებული სასამართლო დავიდან გამომდინარე ცნობილი ტრიო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და უცხოური მედიის მიერ გამოქვეყნებულმა სიახლემ იმის შესახებ, რომ ჰერდს მასკისგან შვილის გაჩენა სურდა, დიდი ინტერესი დაიმსახურა.
როგორც ირკვევა, მასკმა და ჰერდმა ემბრიონი შექმნეს, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოოდ სასამართლო დავამდე მივიდნენ. ბიზნესმენს ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ემბრიონის განადგურება უნდოდა, ემბერს კი, შენარჩუნება რათა მასკისგან შვილი ჰყოლოდა. თუმცა საბოლოოდ დავა წააგო.