ტურისტული კომპანია Treveler.ge-ის ხელმძღვანელი და თანამშრომელი, პოლიციის მცხეთის განყოფილებაში გამოკითხეს.
ამ კომპანიის კუთვნილი მიკროავტობუსით მგზავრობდნენ 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საშინელი შემთხვევისას.
სამართალდამცავებს ტურზე მყოფი მოქალაქეების ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია აინტერესებდათ.
„გამოკითხვაზე ვიყავი ღამით და დილით დასრულდა. ჩემთან ერთად იყო კომპანიის ხელმძღვანელი. მე ოპერატორი ვიყავი და სატელეფონო ზარებს ვპასუხობდი, ისე კი გიდი ვარ. გამოკითხვაზე დაინტერესდნენ ტურზე მყოფი ადამიანების სიით და ტელეფონის ნომრებით. რაც საჭირო იყო გამოძიებისთვის და რითაც შემეძლო დახმარება, დაწვრილებით მივაწოდე ინფორმაცია“, – განაცხადა კომპანიის თანამშრომელმა.
ე.ი. ან მანქანას ჰქონდა პრობლემა, ან მძღოლს!