კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პორნომსახიობ სტეფანი კლიფორდისთვის 44 100 დოლარის გადახდა დააკისრა. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ეს თანხა კლიფორდის მიერ ადვოკატებზე დახარჯული სახსრების კომპენსაციას წარმოადგენს.
2018 წლის 17 მარტს დონალდ ტრამპის ადვოკატმა, მაიკლ კოენმა პორნომსახიობ სტეფანი კლიფორდს სასამართლოში უჩივლა. სარჩელში ნათქვამი იყო, რომ ქალმა ტრამპთან ურთიერთობა, გაუხმაურებლობაზე შეთანხმების მიუხედავად, გაასაჯაროვა. 13 მარტს სტეფანი კლიფორდმა განაცხადა, რომ ის მზად არის დონალდ ტრამპს 130 ათასი დოლარი დაუბრუნოს, რაც დუმილის სანაცვლოდ მიიღო. 8 მარტს ტრამპმა პორნოვარსკვლავთან სასამართლო საქმე მოიგო.
კლიფორდის მტკიცებით, მას ტრამპთან სექსი 2006 წელს ჰქონდა, გოლფის ტურნირის დროს, რომელზეც ქალი სტუმრის სტატუსით დაპატიჟეს, ამ დროს კი მელანია ტრამპი ხუთი თვის ორსული იყო. 10 წლის შემდეგ, კლიფორდმა გადაწყვიტა ამ ამბის შესახებ პრესისთვის მოეყოლა და ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ტრამპის ადვოკატმა მას დუმილისთვის ფული გადაუხადა. კლიფორდთან შეთანხმების დადების ფაქტი მაიკლ კოენმაც აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ ეს არა ტრამპის, არამედ მისი სხვა კლიენტის, დევიდ დენისონის სახელით დადო. სტეფანი კლიფორდი აცხადებს, რომ ეს რეალურაად დონალდ ტრამპის ფსევდონიმი იყო.