გიორგი ვოლსკი: „ეს არის პირადად ჩემს ოჯახში შემოსული დიდი მწუხარება და ასეა საქართველოში ყველა ოჯახი

გიორგი ვოლსკი: „ეს არის პირადად ჩემს ოჯახში შემოსული დიდი მწუხარება და ასეა საქართველოში ყველა ოჯახი"

„ეს არის პირადად ჩემს ოჯახში შემოსული დიდი მწუხარება და ასეა საქართველოში ყველა ოჯახი" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გამოძიების დასრულებამდე ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის თემაზე  ლაპარაკი ადრეა.

„ეს არის მძიმე მწუხარება იმის გამო, რომ ასეთი ტრაგედია მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დავკარგეთ ადამიანები,  ვიზიარებთ ოჯახების მწუხარებას და ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის პირადად ჩემს ოჯახში შემოსული დიდი მწუხარება და ასეა საქართველოში ყველა ოჯახი".