მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

ლაზი საშინელი ტრაგედიაა.
ეს სამგზავრიდ გადაკეთებული სატვირთოები ყველგან ხიფათის შემცველია.
ასეთ სამგზავროებში მაქსიმუმ 12 სავარძელია. იგივე სიდიდის სატვირთოებს კი 20-22 ადგილიანებად აკეთებენ.
ავარიაც რომ არ მოხდეს ისეც ტანჯვაა ამ მარშრუტკებით მგზავრობა. სალონში უჰაერობა და სივიწროვეა.
მძღოლები სისტემატიურად არღვევენ მოძრაობის წესებს. სიგარეტს ეწევიან და გამუდმებით ტელეფონზე ლაპარაკობენ, ხოლო ჰიგიენის ნორმების დაცვაზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია.
არსად ასე მასიურად არ იყენებენ ამ გადაკეთებულ სატვირთოებს სამგზავროდ, როგორც საქართველოში.
სახელმწიფომ უნდა აკრძალოს მათი სამგზავროდ ექსპლუატაცია. საშიშია.
ბოლოს და ბოლოს სირცხვილია, თვალი ევროპისკენ გეჭიროს და ამ კარტოფილის საზიდ სატვირთოებს სამგზავროდ იყენებდე.
4 წლის უკან