არჩილ თალაკვაძე:  შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა ოჯახებს, ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია

არჩილ თალაკვაძე:  შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა ოჯახებს, ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.

ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ“, - ნათქვამია თალაკვაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, პირველადი ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.