არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელიც შატილის გზაზე ხევში გადავარდა, ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა და მას ტურისტები გადაჰყავდა

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელიც შატილის გზაზე ხევში გადავარდა, ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა და მას ტურისტები გადაჰყავდა

მიკროავტობუსი, რომელიც შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, ტურში სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა.

მისივე განმარტებით, უბედური შემთხვევა უკანა გზაზე მოხდა.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, პირველადი ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.

Katana . ჯერჯერობით რა ინფორმაციაც დევს (მათ შორის, თვითმხილველისა და პირველი ვინც ჩავიდა საშველად, იმისი მონათხრობით), ამ ავარიის მიზეზი უნდა იყოს მკვეთრი მოსახვევისათვის შეუსაბამო მაღალი სიჩქარე, როცა ცენტრიდანულმა ძალამ საშუალება არ მისცა მძღოლს, გვერდი აექცია გზაზე გაჩერებული მანქანისთვის - ისიც გადააგდო და თვითონაც 20 მგზავრით გადაფრინდა უფსკრულში...
დააგდეთ სიჩქარე მოსახვევების წინ!..
დააგდეთ სიჩქარე მოსახვევების წინ!..
დააგდეთ სიჩქარე მოსახვევების წინ!..
ამ წესის უგულველყოფას ემსხვერპლა მერაბ კოსტავა და უამრავი სხვა, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ თავიანთი ოჯახებისთვის არანაკლებ საყვარელი ადამიანი!
დააგდეთ სიჩქარე მოსახვევების წინ!..
გაიხადეს ეს ჩვევად და ნუ ევაჟკაცებით ფიზიკის კანონებს!!!
4 წლის უკან