„კოვიდკრიზისის გლობალური მაშტაბიდან გამომდინარე, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის ამოცანის ეფექტურობა, ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებთან და სახელმწიფო სოციალურ პაკეტებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობა იმ ფაქტორის გამოც უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურ კრიზისებისას ისედაც შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ახდენს ზეგავლენას„, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე წერს.
მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად მცირდება დროში გადაადგილების ხარჯი, ასევე ხელს უწყობს შიდა ვაჭრობის განვითარებას, რადგან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან, ხოლო საერთაშორისო დონეზე სხვა სავაჭრო პარტნიორ, მათ შორის რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის რეგიონალური ინვესტიციების მოზიდვაში .
„მთავრობს ანტიკრიზისული მენეჯმენტის ეფექტურობას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები არა თუ შეჩერდა, პირიქით კიდევ უფრო გაიზარდა სატრანსპორტო არტერიების გამტარიანობა“ აღნიშნავს ექსპერტი.
გიორგი ცუცქირიძე წერს, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა გახდეს რეგიონალური ჰაბი, როგორც ვაჭრობის მიმართულებით, ასევე ლოგისტიკის თვალსაზრისითაც.
„სწორედ განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა განაპირობებს დიდწილად უცხოური ინვესტიციებს შემოდინებას ქვეყანაში. ხაშურის შემოვლითი 13-კილომეტრიანი, საერთო ჯამში 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის გზის გახსნაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კმ-იანი მონაკვეთთან ერთად, რომელიც სრულად წლის ბოლომდე დასრულდება და აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი მნიშვნელობა იმითაც იზრდება, რომ გასულ წლებში ნეგატიურად ზემოქმედებდა ეკოლოგიაზეც, ქალაქში გადატვირთული მოძრაობის გამო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საერთო ჯამში 70 კმ სიგრძის მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულება მოხდება, რაც ბოლო წლებში. სულაც სარეკორდო მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და პასუხი, ოპოზიციის კრიტიკის უსაფუძვლობაზე, „დაპაუზებულ“ თუ „გაჩერებულ“ საქართველოზე, რაც მთლიანად აშიშვლებს ნაციონალური ოპოზიციის პოზიციონირების აბსურდულ ხასიათს“