ბელა ჰადიდი Bottega Veneta! მოდელი თხებთან ერთად პოზირებს!

ბელა ჰადიდი Bottega Veneta! მოდელი თხებთან ერთად პოზირებს!

23 წლის სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი უამრავი ცნობილი ბრენდის სახეა. მისი გადაღებების და კადრს მიღმა გადაღებულ ფოტოებს ის ფანებს სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად უზიარებს, ახლახანს სწორედ ბრენდ Bottega Veneta-ს ახალი გადაღების კადრს მიღმა ფოტოები გამოაქვეყნა ბელამ მის ინსტაგრამ გვერდზე.

უახლეს ფოტოებში ბელა მისი ძმის, ანვარ ჰადიდის და დუა ლიპას შინაურ ცხოველებთან, თხებთან, Funky და Bam-Bam-თან ერთად პოზირებს.