ჭეშმარტად ეპატაჟური ვინმეა უკრაინელი ფეხბურთელის ნიკოლაი მოროზიუკის მეუღლე ირინა მოროზიუკი, რომელიც თამამი და უცნაური საქციელით მუდამ აკვირვებდა ირგვლივმყოფთ. ამის დატურად თუნდაც ის რად ღირს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ირინამ განაცხადა ბისექსუალი ვარ და მამაკაცებზე არანაკლებად ქალებთან ხვანცალი და კოტრიალი მიზიდავსო.
წელს ზამთარში ეს ქალი კინაღამ ციხეში აღმოჩნდა, რადგან დაარღვია უკრაინის კანონები, შეურაცხყო ქვეყნის სიმბოლოები და ცნობილი ფეხბურთელის ცოლმა უკრაინის ეროვნული ჰიმნი ქვედა საცვლის ამარამ შეასრულა, რაც დაგვეანხმებით ნამდვილად არაა საამაყო საქციელი.
მით უმეტეს, რომ ირინა მოროზიუკმა უკრაინის ეროვნული ჰიმნის სიმღერის ამსახველი ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში განათავსა. ჰიმნის შესრულების დროს, იგი ლურჯი მაისურით სარკის წინ იდგა, შემდეგ შარვალი ჩაიწია და ყვითელი საცვლების ამარა გააგრძელა ჰიმნის შესრულება.