სახლში მომზადებული კეტჩუპი ძველი, ნაცადი რეცეპტით

სახლში მომზადებული კეტჩუპი ძველი, ნაცადი რეცეპტით

ინგრედიენტები

პამიდორი - 5 კგ

წითელი ბულგარული წიწაკა - 0,5 კგ

ვაშლი - 500 გ

ნიორი - 300 გ

ზეთი - 300 მლ

შაქარი - 2 ს/კ

მარილი - გემოვნებით

წითელი მწარე წიწაკა - 300 გ

მომზადების წესები

ბულგარული წიწაკა და ცხარე წიწაკა გაასუფთავეთ თესლისგან.

ვაშლს გამოაცალეთ გულები (მაგრამ არ გაფცქვნათ).

ყველა ბოსტნეული და დაჭრილი ვაშლი მოათავსეთ დიდ, სქელძირიან ქვაბში, დააქუცმაცეთ ხელის ბლენდერით, დაუმატეთ ზეთი, შაქარი და მარილი.

დააადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 3 საათი.

მზა კეტჩუპი გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, სურვილსამებრ ზემოდან დაადეთ ნივრის თხელი ფირფიტები და მოასხით სულ ცოტაოდენი ზეთი, შემდეგ კი მოხუფეთ.