მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 15 წლის ქალიშვილი შეყვარებულია! დევა, რომელიც უკვე პირველ ნაბიჯებს დგამს მოდის ინდუსტრიაში და გულშემატკივართა დიდი არმიაც ჰყავს, სოციალური ქსელების მეშვეობით საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, გოგონას რჩეული ლუკა სალანდრაა, რომელიც თავადაც ფოტომოდელი გახლავთ.
წყვილის ურთიერთობის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა ისინი ერთად სენ-ტროპეს ესტუმრნენ, თუმცაღა ისინი თავად რომანის დადასტურებისგან თავს იკავებდნენ.