ჩინეთში იღბლიანი ტელეფონის ნომერი აუქციონზე $300 ათასად გაიყიდა

ჩინეთში იღბლიანი ტელეფონის ნომერი აუქციონზე $300 ათასად გაიყიდა

ჩინეთის მოქალაქემ იღბლიან ტელეფონის ნომერში აუქციონზე 2.25 მილიონი იუანი (300 000 დოლარი) გადაიხადა. ამის შესახებ France 24 წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ნომერი ხუთი რვიანით მთავრდება, რაც ქვეყანაში იღბლის ნიშანი, რადგან ჩინურად სიტყვების „რვა“ და „კეთილდღეობა“ ჟღერადობა ერთმანეთის მსგავსია. 2 დღის განმავლობაში ნომრის მოსაპოვებლად 5 ათას ადამიანზე მეტი იბრძოდა. აუქციონი ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა.

ტელეფონების მომხმარებლები ჩინეთში, განსაკუთრებით კომპანიები, როლებიც კლიენტებზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობენ, იღბლიანი ნომრების მისაღებად ზედმეტ თანხას ხშირად იხდიან. ყველაზე ძვირადღირებული ტელეფონის ნომერი ჩინეთში 2017 წლის აუქციონზე გაყიდეს - ის შვიდი რვიანით მთავრდებოდა და მყიდველმა მასში 3.91 მილიონი იუანი გადაიხადა.