ნამიბიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის სამკურნალოდ სპილოს ფუნა არ გამოიყენოს 

ნამიბიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის სამკურნალოდ სპილოს ფუნა არ გამოიყენოს 

ნამიბიის ხელისუფლება ადგილობრივებს აფრთხილებს, არ დაიჯერონ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სპილოს ფუნა კორონავირუსს კურნავს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მეტიც, როგორც ქვეყნის გარემოს დაცვისა და ტურიზმის სამინისტროს სპიკერი, რომეო მუუნდა Reuters-თან აცხადებს, სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი ჰყიდის ცხოველის ფუნას უზარმაზარ ფასად.

განმარტებას აკეთებს ნამიბიის ჯანდაცვის მინისტრიც, კალუმბი შანგულაც: „ვინც ამტკიცებს, რომ ის კორონავირუსს კუნავს, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ყალბი განაცხადი“.

ნამიბიაში არაერთი ექიმბაში ამტკიცებს, რომ სპილოს ფუნა სხვადასხვა, მათ შორის, თავისა და კბილის ტკივილსაც აყუჩებს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლა ამ საშუალებით გადაწყვიტეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ნამიბიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 4 344 შემთხვევაა დადასტურებული და 36 ადამიანია გარდაცვლილი.