ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჩაკ ნორისმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართვა. ვიდეო სერვის Cameo-ზეა ჩაწერილი, რომელზეც ცნობილი ადამიანები პერსონალიზირებულ მიმართვებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ წერენ.
„სალამი. მე ჩაკ ნორისი ვარ. მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა საშაზე, მეტსახელად „საშა 0%“ და „მისტერ ტარაკანი“. იცი, როცა ხახვს ვჭრი მე კი არა ხახვი ტირის. ამიტომ თუ არ შეწყვეტ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებ, ერთ-ერთ შენს რეზიდენციაში მოვალ და გატირებ“, - ამბობს მსახიობი.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. დაიღუპა 2 დემონსტრანტი, დაკავებულთა რაოდენობა 6 ათასს აჭარბებს. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლუკაშენკო გამარჯვებულად გამოაცხადა.