ლონდონის პოლიციამ დააკავა ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მსახური, რომელმაც ბუკინგემის სასახლიდან ნივთები მოიპარა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
გამოცემის ცნობით, დედოფლის რეზიდენციის თანამშრომლებმა პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც აღმოაჩინეს, რომ ბუკინგემის სასახლიდან რამდენიმე ნივთი დაიკარგა. მათ შორის ჭიქა გრავირებით და ფოტოსურათების ჩარჩოები პრინც ჰარის სიმბოლიკით. ასევე დაიკარგა ბანის კავალერის ორდენი, რომელიც ეBაყ-ის აუქციონზე 350 ფუნტად იყიდებოდა.
ქურდობაში ეჭვმიტამნილი 37 წლის კაცი დააკავეს, რომელის მსახურად ბუკინგემის სასახლეში მუშაობდა. ამ დორისთვის საქმის გამოძიება ისევ მიმდინარეობს.