მიშელ ობამა: დონალდ ტრამპი ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი პრეზიდენტია - ჩვენი ერთადერთი იმედი ამ ქაოსის დასასრულებლად ჯო ბაიდენია

მიშელ ობამა: დონალდ ტრამპი ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი პრეზიდენტია - ჩვენი ერთადერთი იმედი ამ ქაოსის დასასრულებლად ჯო ბაიდენია

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი ქვეყნისთვის ცუდი პრეზიდენტია, ვინაიდან ქაოსი და უთანხმოება მოაქვს. ამის შესახებ მიშელ ობამამ „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე განაცხადა.

„ნება მომეცით გულწრფელი ვიყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია. დონალდ ტრამპი ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი პრეზიდენტია. მას დიდი დრო ჰქონდა, რათა დაემტკიცებინა, რომ პრეზიდენტის სამუშაოს შესრულება შეუძლია, თუმცა აშკარაა, რომ ვერ ახერხებს ამას“, - განაცხადა მიშელ ობამამ.

ყოფილმა პირველმა ლედიმ ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა ამერიკულ საზოგადოებაში „ქაოსსი და უთანხმოება გამოიწვია“.

„ჯო ბაიდენს ვიცნობ. ის უაღრესად წესიერი ადამიანია. ის შესანიშნავი ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან იცის, თუ რა არის საჭირო ეკონომიკის გადასარჩენად და პანდემიის შესაჩერებლად. ჩვენი ერთადერთი იმედი ამ ქაოსის დასასრულებლად ჯო ბაიდენია და ამიტომ მას უნდა დავუჭიროთ მხარი“, - დასძინა მან.