„ლიბერტარიანული ჯგუფები სერიოზულად ერთიანდებიან, რომ ტრამპს ხელისუფლება წაართვან“

„ლიბერტარიანული ჯგუფები სერიოზულად ერთიანდებიან, რომ ტრამპს ხელისუფლება წაართვან“

გახდება თუ არა ნოემბრის არჩევნები დონალდ ტრამპისთვის საბედისწერო და, რომ არა კორონაპანდემია, ჯორჯ ვაშინგტონსაც დაამარცხებდა თუ არა ამერიკის ექსცენტრული ლიდერი?!

იქნებ, შემთხვევითი არ არის, რომ ამ ორიოდე კვირის წინ დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა იმ მოტივით, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემა ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული იქნებოდა. თუმცა მოგვიანებით ტრამპის მრჩეველმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

არჩევნების პარალელურად კვლავ გამოცოცხლდა მხცოვანი ჯორჯ სოროსი. ეს ის სოროსია, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს დონალდ ტრამპმა სახელმწიფო საშიშროებად გამოაცხადა. თავის დროზე „კლინტონისტმა“ ჯორჯ სოროსმა ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიაში 25 მილიონი დოლარი ამაოდ დახარჯა, რადგან მიაჩნდა, რომ ტრამპი მატყუარა, თაღლითი და პოტენციური დიქტატორი იყო. სოროსის აზრით, ტრამპი გახდებოდა კიდეც დიქტატორი, წყლიდან მშრალად ამოსვლა რომ შესძლებოდა, მაგრამ ტრამპს ამის შნოც არ ჰქონდა. იმ პერიოდში სოროსი ირწმუნებოდა, რომ ყველანაირად შეეცდებოდა ტრამპის დამხობას.

და ეს დროც დადგა, ამჯერად სოროსი აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, ტრამპის მეტოქე ჯო ბაიდენს თანაუგრძნობს და ამბობს, რომ დონალდ ტრამპი გარდამავალი მოვლენაა, რომელიც ნოემბერში დასრულდება.

ტრამპის მეტოქის ჯო ბაიდენის მიერ ვიცე-პრეზიდენტად დასახელებული კამილა ჰარისი კი მიიჩნევს, რომ ტრამპმა ამერიკა „ჩამოკონკილი“ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის რეიტინგი აგვისტოში 47%-დან 43%-მდე შემცირდა, რასაც მოჰყვა თავად დონალდ ტრამპის ახსნა-განმარტება, „რომ არა კორონაპანდემია, არჩევნებში ჩემი დამარცხება ჯორჯ ვაშინგტონსაც კი გაუჭირდებოდა“.

რატომ მოზღვავდა კრიტიკული შეფასებები და, ამავდროულად, ტრამპის ტონშიც რატომ იგრძნობა დაეჭვება? რას ნიშნავს მისი ნათქვამი, რომ არა კორონა, მისი რეიტინგი მაღალი იქნებოდა. ხომ არ არის ეს იმასთან შეგუება, რომ შეიძლება ტრამპი აღარ იყოს ამერიკის ლიდერი?

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ რაღაც ტენდენცია ნამდვილად გამოიკვეთა, ამერიკაში დაიწყო წინააღმდეგობა და რამდენიმე ქალაქში დაპირისპირებაც მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. ეს ნიშნავს, რომ ლიბერტარიანული ჯგუფები, სოროსი და სხვები, სერიოზულად ერთიანდებიან, რათა ტრამპს დაარტყან და ხელისუფლება წაართვან.

„თანაც, ახლა ჯო ბაიდენი ახალ ტექნოლოგიას იყენებს, ის აფროამერიკულ ხმებზეც მუშაობს. ამისთვის ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტად ყოფილი პროკურორი, აფროამერიკული წარმოშობის ქალბატონი შეარჩია. აქედან გამომდინარე, თუ ადრე ტრამპის შესახებ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ის უთუოდ გაიმარჯვებდა ამ არჩევნებში, ახლა ასე თამამად ამას ვეღარ ვიტყვით. მე ტრამპის მხარეზე ვარ, მაგრამ იგი თვითონაც არ უნდა იყოს ბოლომდე დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში. ისე კი, ბაიდენის მოსვლით საქართველოსა და უკრაინის მიმართ ყურადღება გაიზრდება და უფრო მეტი ზეწოლა იქნება რუსეთზე“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ for.ge-სთან საუბარში.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ჯორჯ სოროსის შეფასება სხვაგვარი ვერ იქნებოდა, ის არის ლიბერალური ბანაკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, მიუხედავად მისი ძალიან სოლიდური ასაკისა.

დავით ზარდიაშვილის შეფასებით, დღესდღეობით ვითარება ისეთია, რომ ბაიდენის რეიტინგი ცოტათი აღემატება ტრამპის რეიტინგს, თუმცა არა ისე, როგორც თავად ამუქებს ვითარებას.

„სხვათა შორის, ასე იყო წინა არჩევნების დროსაც, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჰილარი კლინტონის რეიტინგი ოდნავ მაღალი იყო, მაგრამ არჩევნები სულ სხვა შედეგით დასრულდა და ტრამპმა გაიმარჯვა. ამ არჩევნებზეც ამერიკაში იქნება ძალიან მძაფრი დაპირისპირება და ვერ გავრისკავდი პროგნოზის გაკეთებას. ცალსახად იმის თქმა, რომ ტრამპი დამარცხდება, როგორც სოროსს ჰგონია, ასე არ არის. თავის მხრივ, ვერც იმას ვიტყვი, რომ ჯო ბაიდენი უფრო ძლიერი ფიგურაა, უკრაინაში დიდი სკანდალია ამტყდარი იმასთან დაკავშირებით, რომ ბაიდენის შვილი კორუფციაში იყო ჩართული. სხვათა შორის, ანტიისტებლიშმენტურმა განწყობებმა ამერიკულ საზოგადოებაში მოიყვანა კლინტონი პრეზიდენტად“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას და განმარტავს, რომ, ცხადია, პროფესიონალი პოლიტიკოსია ჯო ბაიდენი, უფრო დიდი ხნის შტაჟი აქვს პოლიტიკაში მოღვაწეობის, შეიძლება უფრო მეტი გამოცდილებაც აქვს, მაგრამ ეს გამოცდილება ნეგატიურად ფასდება ამომრჩევლის მიერ, მას არ ენდობიან.

დავით ზარდიაშვილის აზრით, წინა არჩევნების შედეგებიც იმაზე მეტყველებს, რომ გარედან მოვიდა პოლიტიკაში ტრამპი და პროფესიონალ პოლიტიკოსთა მთელი არმია ჯერ თავის პარტიაში დაამარცხა, შემდეგ უკვე მოწინააღმდეგე პარტიასაც მოუგო.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ, ბუნებრივია, კორონას გამო ექმნება დონალდ ტრამპს პრობლემები, თუმცა იმაზე საუბარი, რომ მას არჩევნები წაგებული აქვს, ძალიან ნაადრევია. საკმაოდ დიდი დროა არჩევნებამდე დარჩენილი და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამერიკას პოსტკორონაპერიოდში დაუდგება, კვლავაც ეკონომიკა იქნება.

„დონალდ ტრამპს აქვს ამბიციაც, კვალიფიკაციაც და განვლილმა პერიოდმაც აჩვენა, რომ ამერიკული ეკონომიკა გაიზარდა, ასეთი სწრაფი და სტაბილური ზრდა კარგა ხანია არ ჰქონია ამერიკის ეკონომიკას. ამდენად, დონალდ ტრამპი შეეცდება, სწორედ ამ ხაზზე დაჯდეს და თქვას, რომ კოვიდის დანაკარგებისგან ყველაზე უკეთ ქვეყნის გამოყვანა სწორედ მას შეუძლია. მართალია, ტრამპს პრობლემური ხანა უდგას, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის, ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.

 

trampi წესით ლუკაშენკოს ეხლა ვერ გადააგდებენ!....
.......პუტინმა მაგათ სადღაც, ცხრამთა გადაკარგულში, ვენესუელა არ დაუთმო და გვერდით ბელორუსიას დაუთმოობს? მით უმეტეს უკრაინის მერეე? მაგას კიდევ შარის და პრობლემების დამატება უნდააა??
ეგ ადრე იყო პუტინს რომ ეგონა ,,დემოკრატიული დასავლეთი,, ნამეტან უკადრებელს არ იკადრებს, ნამეტანს თავზე არ გადაიჯვამს, უკრაინაში ბულკებს არ დაარიგებენო, თორემ ეხლააააა.......... ეხლა უკვე მაგან მაგათი პრიომები და ადამიანის ,,უფლებების დაცვა,, ბოლომდე იცის და იმ
ფანდარასტებს არაფერს აღარ დაუთმობს
პუტინი მაგათგან უკვე კაი ,,ჭკვანასწავლია,, გამოცდილება მიღებული აქვს, პლიუს უკრაინაში ,,პრაქტიკაც,, გაატარეს.... ასე რომ ეგ ეხლა ლუკშენკოს კბილებით დაიცავს (ანუ ფაქტიურად რუსეთს, ანუ თავის სკამს)
.ისე ამ არეულ დარეულობებიდან ეგ ხეირს ნაღდად ნახავს ----ლუკაშენკო თავის ,,მხსნელს,, მიეწებება და პუტინისთვის უფრო მორჩილი ძმა იქნება.
ასე რომ პუტინი უფრო გაგულავდება....
ისე ამ არეულობში რომ ერთი ორი ლიმონკა მაგის ,,ნასროლიც,, იყოს---არააა გამორიცხული!!! (დუღილის ტემპერატურის მოსამატებლად, ანუ ლუკაშენკოს აზრზე უფრო კარგად მოსაყვანად)
3 წლის უკან
არაგველი641 -trampi-სრული სიმსრთლეა
3 წლის უკან
Maverick გიორგი რუხაძე, „დონალდ ტრამპს აქვს ამბიციაც, კვალიფიკაციაც და განვლილმა პერიოდმაც აჩვენა, რომ ამერიკული ეკონომიკა გაიზარდა, ასეთი სწრაფი და სტაბილური ზრდა კარგა ხანია არ ჰქონია ამერიკის ეკონომიკას."

სწორედ მაგის გამო ჩაუდეს ტრამპს კორონავირუსი ლიბერასტებმა, რათა როგორმე დაემარცხებინათ!

თავგადაკლული დემოკრატი ამომრჩევლები, ვისაც ვიცნობ, ბაიდენის გამო გაორებულები არიან, ბიძგი უნდა კარგი პროგრამით, გაწონასწორებული დებატებით და ტრამპს წინ ვერავინ დაუდგება!

ამერიკელ ამომრჩეველს სამსახური, კარგი სამუშაო, ამოქმედებული ბიზნესი, შემოსავალი, მოგება, სტაბილური ხელფას უფრო აინტერესებს, ვიდრე სოროსი, ბაიდენი და დემოკრატები...

ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებს!
3 წლის უკან
Katana . სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე: "ამერიკული ეკონომიკა გაიზარდა, ასეთი სწრაფი და სტაბილური ზრდა კარგა ხანია არ ჰქონია ამერიკის ეკონომიკას."
?
სად ხედავს აშშ-ში ეკონომიკის ზრდას, ძალიან მაინტერესებს!...
მე რასაც ვხედავ, ეს არის უმუშევრობის კატასტროფული ზრდა, დაცარიელებული მაღაზიები (რომლებიც კომუნისტების დროინდელ ჩვენს სოფლის მაღაზიებს მოგაგონებთ) . საქონელი აღარ იწარმოება თუ არ შემოდის - არ ივსება დახლები...
ყოველდღიურად იხურება უდიდესი ბრენდები, არა მხოლოდ მეგაპოლისებში, პატარა ქალაქებშიც - ვაჭრობა არ არის და მაღაზიები ქირას ვერ იხდიან...
ასე თუ გაგრძელდა , ყველანი გაკოტრდებიან, ხოლო ბეზოსი გახდება ტრილიონერი, რადგან ყველაფრის გამოწერა "ამაზონიდან" მოუწევს უმაღაზიებოდ დარჩენილ მომხმარებელს...
3 წლის უკან
trampi ჰოოოდა....... ვენაცვალე ტრამპს, ეგრე გაააგრძელოს ...ასე არ სჯობიააა?? ეგ მანდაური გორბაჩოვია.....
.დიდ პატივსა ვცემ..... კაცური კაცია!!---- ანგრევს კრაზანების ბუდეს ......
ოღონდ არ თქვა ამერიკა არ გიყვარს და იმიტომ ლაპარაკობ მასეო----- ჩვენი თაობის კაცი არ მეგულება თავის დროზე ამერიკაზე რომ არ აფანატებდა...
მაგრამ ეს სხვა რამეა, სხვა რამე და გადასარევად იცი რატომაც....
მოკლედ გამოდის რომ ნიკი ,,პაპა,,-ს დაკარგვის მერე ტრამპი იდეალურად ამირჩევია......
3 წლის უკან
Katana . "მოკლედ გამოდის რომ ნიკი ,,პაპა,,-ს დაკარგვის მერე ტრამპი იდეალურად ამირჩევია......"
:)
არა ვარ დარწმუნებული!.. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც შენ გიხარია, ამის შემოქმედი არის ორი ძლა: კორონა და დემოკრატები. ასე რომ უფრო უპრიანი იქნებოდა, "ბაიდენი" აგეღო ნიკად :)
დემოკრატებს რომ დეკლარირებული ჰქონდეთ თავისი ლოზუნგი, ის დაახლოებით ასეთი იქნებოდა: "ოღონდ ტრამპი ჩამოგვაგდებინა და ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა ამერიკაში!"
სხვადასხვა დედისგან შობილი იდენტური ტყუპები რომ წარმოვიდგინოთ, ხომ იქნება ეს ბუნების ანომალია? არადა ფაქტია: ამერიკელი დემოკრატები და ჩვენი ნაცები არიან იდენტური ტყუპები!.. აბსოლუტურად იდენტური!!!
3 წლის უკან