ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და მისი საცოლე, მოდელი ჯორჯინა როდრიგესი შვებულებას მდიდრულ იახტაზე ატარებენ. პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.
გამოცემის ინფორმაციით, წყვილი საფრანგეთში, ლაჟვარდოვანი ნაპირზე, სენ-ტროპეში ისვენებს. შვებულებისთვის რონალდუმ 6 მილიონი ევროს ღირებულების იახტა დაიქირავა.