ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დაუჭირეს მხარი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დაუჭირეს მხარი

ევროკავშირი შეადგენს ბელარუსის მოქალაქეთა სიას, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები შეიძლება დაწესდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა.

„ვერ დავხუჭავთ თვალს არჩევნების გაყალბებასა და ძალის გამოყენებაზე. ზოგიერთმა მინისტრმა სანქციების დაწესებას დაუჭირეს მხარი. პოლონეთი მხარს უჭერს სანქციების დაწესებას იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვინც არჩევნების გაყალბებასა და ძალის გამოყენებაზეა პასუხისმგებელი. ევროკავშირი შესაბამისიის სიის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს“, - განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. ცესკოს საბოლოო მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.10% მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ - 10.12%.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.