ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს.

„დამატებითი სანქციები უნდა დავუწესოთ მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს ან ადამიანის უფლებების შელახვითაა დაკავებული“, - დაწერა მან Twitter-ზე.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო აჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.