გიორგი ვოლსკი: ოპონენტების მთავარი ამოცანა არის დესტრუქცია, ცხელი კერების შექმნა

გიორგი ვოლსკი: ოპონენტების მთავარი ამოცანა არის დესტრუქცია, ცხელი კერების შექმნა

ეს არ არის გზავნილი, რომელსაც ვიღებთ, როგორც რაღაც სიახლეს, რადგან ზუსტად იგივე გზავნილები, პოზიცია, პათოსი და განწყობა აქვს საქართველოს ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც სწორედ ეს განწყობა აქვს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „პირველი არხის“ ეთერში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის განცხადებას.

პირველი ვიცე-სპიკერი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების ქმედებებს და აღნიშნა, რომ მათი მთავარი ამოცანა დესტრუქცია და ცხელი კერების შექმნაა.

„ოპონენტების მთავარი ამოცანა არის დესტრუქცია, ცხელი კერების შექმნა და ისეთი სიტუაციების პროვოცირება, რომ შესაძლებლობისთანავე, საქართველოს ხელისუფლება გარკვეული საკითხების მიმართ არადემოკრატიულ მიდგომებში დაადანაშაულონ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დესტრუქციულ ქმედებებს განვითარების საშუალება არ მიეცეს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

Aburjga Tasmanieli მთავარია ლუკაშენკო არ დანებდეს, გაუძლოს დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას! ბატკა არც ერთი ნაბიჯი უკან! ვინც ქუჩაშია, ვინც არჩევნების შედეგებს არ სცნობს, ვინც ძალადობით ცდილობს ბელორუსიაში ჩამოყალიბებული სახელმწიფო წესრიგის მოშლას, ის ან უცხოტომელია ან სამშობლოს გამყიდველია ან მწაერდაა გადურაქებული დასავლეთის პროპაგანდისტების მიერ!!! გაუძელი ბატკა თორემ 1-2 წელიწადში შენი სამშობლო რუქიდან გაქრება!
4 წლის უკან