თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ პროკურორის მხრიდან მასზე განხორციელდა ზეწოლა.
"ჩამაცივდნენ, ბულინგი მოახდინეს ჩემზე, რომ გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის წერილი და მე რომ ჩამეთვალა საჭიროდ, მე ხომ თავის დროს ვიზამდი. თვითონ მოიპოვა კაცმა, ჩათვალა საჭიროდ და გაასაჯაროვა", - განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.
ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ კითხვებს მარიამ გოგორელიანი უსვამდა.
"2 დღეა, რა შინაგან საქმეთა სამინისტროში ვხედავ ამ ქალბატონს. მანამდე არსად არ მინახავს", - დასძინა თეონა თამაზაშვილმა.