დადებითად 81% ჯარს, 75% კი ეკლესიას აფასებს - Survation-ის კვლევა

დადებითად 81% ჯარს, 75% კი ეკლესიას აფასებს - Survation-ის კვლევა

"რუსთავი 2"-ის დაკვეთით, ბრიტანული კომპანია  Survation -ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, 81% დადებითად ჯარს აფასებს,   75% კი- ეკლესიას.  ამავე კვლევაში, მესამე პოზიციას პოლიცია იკავებს.

ჯარი:

დადებითად 81 %

უარყოფითად 9%

არ ვიცი/უარი პასუხზე 9%

ეკლესია:

დადებითად 75 %

უარყოფითად 16 %

არ ვიცი/უარი პასუხზე 9%

პოლიცია:

დადებითად 68 %

უარყოფითად 25%

არ ვიცი/უარი პასუხზე 7%

კომპანია "Survation-ი" ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია თანამშრომლობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კერძო კომპანიებთან: BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph - ეს მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა Survation-ს ანდო.

გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც კომპანიამ შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა.