ამერიკელმა რეპერმა და დიზაინერმა კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა.
უესტის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამომწერების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.
გამომწერთა უმრავლესობამ მასიური ფეხსაცმელი სამთო-სათხილამურო ეკიპირების ნაწილს შეადარა.