კურტ კობეინის სახლის დაზღვევის საბუთი მუსიკოსის ხელმოწერით აუქციონზე გაიყიდება

კურტ კობეინის სახლის დაზღვევის საბუთი მუსიკოსის ხელმოწერით აუქციონზე გაიყიდება

ამერიკულმა კომპანია Goldin-მა აუქციონზე როკ-ჯგუფ Nirvana-ს სოლისტის, კურტ კობეინის სახლის დაზღვევის საბუთი გაიტანა, რომელსაც ხელი თავად ლეგენდარულმა მუსიკოსმა მოაწერა. ამის შესახებ TMZ წერს.

სპეციალისტების შეფასებით, საბუთი სავარაუდოდ $100 ათასად გაიყიდება. მუსიკოსმა სახლში 1994 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დოკუმენტი ტრაგიკულ მოვლენამდე 74 დღით ადრე გაფორმდა.

ამ ეტაპზე საბუთს კომპანია Inscriptagraphs Memorabilia ფლობს, რომელიც ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით ვაჭრობს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისში, აშშ-ში აუქციონზე კურტ კობეინის გიტარა $6 მილიონად გაიყიდა.