ელენე ხოშტარია: „ლელოს“ მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება მოულოდნელობა იყო, თუმცა ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ

ელენე ხოშტარია: „ლელოს“ მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება მოულოდნელობა იყო, თუმცა ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ

„ლელოს“ მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, ვაკის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ხოშტარია თქმით, მიაჩნია, რომ „ლელოს“ წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის.

„არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით“, - წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, ვაკის რაიონში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე იქნება.

Aburjga Tasmanieli გარიგებული არიან ეს ე.წ. პროდასავლური პარტიები ერთმანეთთან, ყველა ერთია, ერთი ნაგავია!!! ერთი პარტიის სახელით იმიტომ არ გამოდიან, რომ ბიუჯეტს მეტი ფული წააღლიტონ (აღარ გაძღა მაგათი მუცელი), ტელეეთერებს მეტი უფასო დრო!, ვითომ არ ჰყოფნიდეთ საკუთარ ტელეკლასტერებიში დრო ან რაიმე ჰქონდეთ მაინც სათქმელი?!
4 წლის უკან