მცირეწლოვანის გატაცების მცდელობა თბილისში – რას გადაურჩა 4 წლის ბავშვი

მცირეწლოვანის გატაცების მცდელობა თბილისში – რას გადაურჩა 4 წლის ბავშვი

თბილისში საკუთარი სახლის ეზოდან 4 წლის მცირეწლოვანის გატაცება უცნობმა მამაკაცმა სცადა. კურიერის ინფორმაციით, პატარას მამაკაცმა მოატყუა თითქოს მისი მამა იყო და ახალი გაღვიძებული საკუთარი სახლის ეზოდან გაიყვანა.

მცირეწლოვანი ბიჭუნას დედის, ნატო გაბარაშვილის განცხადებით, ის ფაქტიურად მეზობლებმა და შემთხვევით გამვლელი მანქანის მძღოლმა გადაარჩინა.

“ფაქტიურად მეზობლებმა გადამარჩინეს. ავტომობილის მძღოლი მიხვდა ყველაფერს და არ მიიყვანა იმ ადგილზე, სადაც სთხოვდა ბავშვის ჩაყვანას გამვლელ მანქანას.

რატომ უნდოდა საერთოდ ამ ტერიტორიიდან გაყვანა და უახლოეს მეტრომდე ბავშვის ჩაყვანა არ ვიცი” – აცხადებს პატარას დედა.

მცირეწლოვანის გატაცებაში ბრალდებული 48 წლის დავით გეჯაძეა. მას გამოძიება წინასწარი შეცნობით მცირეწლოვნისთვის თავისუფლების აღკვეთას ედავება.

გეჯაძეს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.