გიგი უგულავას პოლიციამ პლაკატების გაკვრის უფლება არ მისცა და ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

გიგი უგულავას პოლიციამ პლაკატების გაკვრის უფლება არ მისცა და ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს პლა­კა­ტე­ბის გაკ­ვრის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს.

გიგი უგუ­ლა­ვამ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ჰკი­თხა, კონ­სტი­ტუ­ცი­ის რო­მე­ლი მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად მი­ვიდ­ნენ, რა­ზეც პო­ლი­ცი­ამ უპა­სუ­ხა: "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის 46-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად. ვი­ცით ვი­სია ეს ღობე? შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვა მოგ­ცათ ვინ­მემ?"

ამის შემ­დეგ ად­გილ­ზე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ინ­სპექ­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი მი­ვი­და და პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ქა­ლა­ქის იერ­სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბის გამო და­ა­ჯა­რი­მა - "აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა თბი­ლი­სის იერ­სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბაა".

ცნო­ბი­ლია, რომ აჯა­რი­მებ­დნენ პარ­ტი­ის სხვა წევ­რებ­საც, თუმ­ცა მათ სა­ჯა­რი­მო ოქ­მე­ბი არ ჩა­უ­ბა­რე­ბი­ათ.

გიგი უგუ­ლა­ვამ კი მათ ასე უპა­სუ­ხა: "რაც გინ­და ის და­წე­რე, თქვენს გა­მო­წე­რილ ფურ­ცელს აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის ფასი. თქვენ ახლა აბუ­ჩად იგ­დებთ კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ფეხ­ქვეშ თე­ლავთ კა­ნონს".

"ტი­ლე­ბი­ვით რომ მო­ე­დო კრი­მი­ნა­ლი და შე­ე­ზარ­და სა­ხელ­მწი­ფოს, მო­დი­ან და ასე აჯა­რი­მე­ბენ ხოლ­მე პა­ტა­რა ბავ­შვებს და ჩვენს აქ­ტი­ვის­ტებს. იმი­ტომ მო­ვე­დით აქ ჩვენ. მო­ვე­დით და ვე­უბ­ნე­ბით, ესე­ნი არ­ღვე­ვენ კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ესე­ნი არ­ღვე­ვენ კა­ნონს... ამ ხალ­ხს აღარც კონ­სტი­ტუ­ცია აინ­ტე­რე­სებს, აღარც სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი აინ­ტე­რე­სებს. არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს ერ­თა­დერ­თი აქე­დან რომ იყუ­რე­ბა ის შლე­გი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, იძა­ხის, რომ იქ არ გა­მიკ­რა­ნო", - გა­ნუ­ცხა­და ად­გილ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს უგუ­ლა­ვამ.

ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს პარ­ტი­ის "ფე­ის­ბუქ-გვერ­დიც":

""ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რებ­მა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წინ პლა­კა­ტე­ბის დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი გაკ­ვრით გა­აპ­რო­ტეს­ტეს ის უკა­ნო­ნო­ბა, რა­მელ­საც ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა მი­მარ­თავს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­მართ, რო­დე­საც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მათ ჯა­რი­მებს უწერს, კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის თქმით, პარ­ტია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას სა­სა­მარ­თლოს გზით ეც­დე­ბა.