გია გზირიშვილი: „თქვენ სად იყავით, თქვენ? რას აკეთებდით?  როგორ მოხდა რომ ერთი მაღალჩინოსანიც კი არ შეწირულა ამ ომს?

გია გზირიშვილი: „თქვენ სად იყავით, თქვენ? რას აკეთებდით? როგორ მოხდა რომ ერთი მაღალჩინოსანიც კი არ შეწირულა ამ ომს?"

გია გზირიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„სად იყვნენ 2008 წელს ჩვენი ჯარისკაცი და ოფიცრები, ვიცით.

ვიცით, რამდენმა გაწირა თავი, ვიცით რამდენი ჩაიხოცა, ვიცით, რამდენი უგზოუკვლოდ დაიკარგა 21 -ე საუკუნეში, ვიცით, ჟეტონები და წარწერები რომ მოახსნევინეთ წინასწარ...

ვიცით, სამოქალაქო მოსახლეობა რომ არ გამოიყვანეთ სავარაუდო საბრძოლო ზონიდან და შეატოვეთ ტყვიებს, ბომბებს და მარადიორებს...

ვიცით რომ გაწყობდათ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო სამოქალაქო მოსახლეობაში...

ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ...

თქვენ სად იყავით, თქვენ? რას აკეთებდით?

როგორ მოხდა რომ ერთი მაღალჩინოსანიც კი არ შეწირულა ამ ომს?

როგორ მოხდა რომ სვანეთი ერთი ტყვიის გაუსროლლად ჩააბარეთ, როცა მთელი ბრიგადა ,,იცავდა"?

როგორ მოხდა რომ ჯავშანტექნიკა და ,,დანები" უომრად ,,გადაეცათ" რუსებს?

როგორ მოხდა რომ ამერიკული იარაღით სავსე ბაზები და საწყობები უომრად გაიტანეს რუსებმა?

როგორ მოხდა რომ ყველა ნაბოზვარი უფროსი მეთაური წაგებული ომის მერე დაწინაურდა?

როგორ მოხდა რომ ამ დღეებში ყველამ მოასწრო ქონების გატანა საზღვარგარეთ, ან სხვებზე გადაფორმება?

როგორ მოხდა რომ საქართველოს ყველა გასასვლელ საზღვრებზე თვქენი რიგი იდგა გასაქცევად?...

როგორ მოხდა რომ მსოფლიოს მიერ ქვეყნის დასახმარებლად გამოყოფილი ფული მხოლოდ თქვენს ჯიბეში და საზღვარგარეთ, ოფშორულ ზონებში პირად ანგარიშებზე დაილექა?

და რატომ ხდება ახლა, რომ ყოველი წლის აგვისტოს დასაწყისში თქვენ ხვდებით თქვენი მიზეზით დახოცილი მეომრების ოჯახებში ,,თვალცრემლიანი" კამერების წინ?

თქვენი უსინდისო დშპ და კიდევ მათი, ვინც არ გამოიძია ყველაფერი 2008 წელთან დაკავშირებით და პასუხი არ მოგთხოვათ....“

trampi ყოჩაღ!! ყოჩაღ!!!! ..
ნამეტნავად ბოლო მომეწონა, ბოლო.......
~

თქვენი უსინდისო დშპ და კიდევ მათი, ვინც არ გამოიძია ყველაფერი 2008 წელთან დაკავშირებით და პასუხი არ მოგთხოვათ...
3 წლის უკან