IRI: გამოკითხულთა 59% პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მუშაობას დადებითად აფასებს

IRI: გამოკითხულთა 59% პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მუშაობას დადებითად აფასებს

IRI საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების რეიტინგში ჯარი ლიდერობს. მას გამოკითხულთა 89% უჭერს მხარს.

სიაში მეორე ადგილზე 85%-ით საპატრიარქოა, მესამე ადგილს კი მედია იკავებს, რომელსაც ხმა რესპონდენტთა 71%-მა მისცა. მეოთხე ადგილს 65%-ით იუსტიციის სახლი იკავებს.

რეიტინგში შემდეგ ადგილებს იკავებენ: პოლიცია (62%), პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია (59%), ადგილობრივი ხელისუფლება (53%), მთავრობა (50%).

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საველე სამუშაოები Institute of Polling and Marketing-მა ჩაატარა.