​IRI-ს კვლევა: გამოკითხულთა უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას

​IRI-ს კვლევა: გამოკითხულთა უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას

IRI საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე „არსებობს თუ არა პარტია, რომელსაც ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდით“, პასუხები ასე გადანაწილდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - 29%

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 25%

„გირჩი“ - 16%

გამოკითხულთა 18%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 11%-მა კი კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საველე სამუშაოები Institute of Polling and Marketing-მა ჩაატარა.