IRI საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე „საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 33%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - 16%
„ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ - 5%
გამოკითხულთა 17%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 11%-მა კი კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საველე სამუშაოები Institute of Polling and Marketing-მა ჩაატარა.