პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ათეული ჯერ ცნობილი არაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პარტიული სიის პირველი ათეული ჯერ ცნობილი არაა. ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ ჯერ საქმეები გვაქვს გასაკეთებელი და ამასაც მოვასწრებთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები. ამით არ განისაზღვრება ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - პირველი ნომერი ვიქნები თუ ბოლო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.