გიორგი გახარია: დღეის მდგომარეობით არ არსებობს არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს

გიორგი გახარია: დღეის მდგომარეობით არ არსებობს არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს

დღეის მდგომარეობით არანაირი პირობა იმისთვის რომ სწავლა გადაიდოს და საკლასო ოთახებში 15 სექტემბრისთვის ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეის მონაცემებით არც არჩევნების თარიღის ცვლილების მოცემულობა არ არსებობს.

„დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილების“ - განაცხადა გიორგი გახარიამ

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვირუსი არსად არ წასულა და გლობალურად უნდა მივეჩვიოთ მასთან ერთად ცხოვრებას. „ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაჩერდეს“, - აღნიშნა გახარიამ.

მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თუ არ დავიცავთ წესებს, სექტემბერში სწავლის დაწყება შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.