Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რესლერი დუეინ ჯონსონი გავიდა. ბოლო 12 თვის განმავლობაში 48 წლის ჯონსონმა 87,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც წინა წლის შემოსავალზე 1,9 მილიონით ნაკლებია.
მეორე ადგილზე კანადელი მსახიობი რაიან რეინოლდსია, რომელმაც გასულ წელს 71,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მესამე ადგილზეა ამერიკელი მარკ უოლბერგი, რომლის შემოსავალიც გასულ წელს 58 მილიონი დოლარით გაიზარდა.
პირველ ათეულში ასევე ბენ აფლეკი, ვინ დიზელი, აკშაი კუმარი, ლინ-მანუელ მირანდა, უილ სმიტი, ადამ სენდლერი და ჯეკი ჩანი მოხვდნენ.