ვერ­სად ვერ მიგ­ვყავს სამ­კურ­ნა­ლოდ, ასეთ ცუდ დღეში ვართ - რას ამბობს გოგი თოფაძე შვილიშვილის მდგომარეობაზე

ვერ­სად ვერ მიგ­ვყავს სამ­კურ­ნა­ლოდ, ასეთ ცუდ დღეში ვართ - რას ამბობს გოგი თოფაძე შვილიშვილის მდგომარეობაზე

ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის გა­მო­კი­თხვა გუ­შინ გვი­ან დას­რულ­და. თო­ფა­ძის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი ან­თა­ძის თქმით,მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს არ და­უ­ნა­ხავს, ჰქონ­და თუ არა ბუსა ჟვა­ნი­ას დანა, ან მსგავ­სი სა­გა­ნი. ამას­თა­ნა­ვე, ად­ვო­კა­ტის თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბა ბუსა ჟვა­ნი­ა­სა და ლე­ვან თო­ფა­ძის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შემ­დეგ მოხ­და, ვი­ნა­ი­დან, ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

"ლე­ვან თო­ფა­ძემ გა­მომ­ძი­ე­ბელს იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რისი შემ­სწრეც და სამ­წუ­ხა­როდ, მო­ნა­წი­ლეც იყო. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ბუსა ჟვა­ნი­ას­თან შეხ­ლა-შე­მოხ­ლის შე­დე­გად მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. თუმ­ცა, ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ დანა, ან რამე მსგავ­სი სა­გა­ნი მას არ და­უ­ნა­ხავს. შეხ­ლა-შე­მოხ­ლის ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა და ამის თა­ო­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი ჩვე­ნე­ბა მის­ცა. რო­გორც თა­ვად გან­მარ­ტა, ლე­ვანს ბუსა ჟვა­ნი­ას­თან მხო­ლოდ ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­და, გა­მარ­ჯო­ბით იც­ნობ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს მოჰ­ყვა, ერ­თმა­ნეთს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ტე­ლე­ფონ­ზე არა­ნა­ი­რი მუ­ქა­რის შე­სა­ხებ არ გა­ნუ­ცხა­დე­ბი­ათ, ეს იყო სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

ambebi.ge ლე­ვა­ნის ბა­ბუ­ას, ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ლე­ვა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა და შე­საძ­ლოა მას მკურ­ნა­ლო­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თის რო­მე­ლი­მე კლი­ნი­კა­ში მო­უ­წი­ოს.

"ლე­ვა­ნი ვერ არის მთლად კარ­გად. ვი­ნა­ი­დან დანა ხერ­ხე­მალ­თა­ნაც აქვს დარ­ტყმუ­ლი, რო­გორც ჩანს, რა­ღაც და­უ­ზი­ან­და და მარ­ცხე­ნა ფეხს ვერ გრძნობს, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ­სად მიგ­ვყავს სამ­კურ­ნა­ლოდ - ვერც ის­რა­ელ­ში და ვერც გერ­მა­ნი­ა­ში, არ არის რე­ი­სე­ბი, ყვე­ლამ სა­ზღვრე­ბი და­კე­ტა. ასეთ ცუდ დღე­ში ვართ... გუ­შინ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბი იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი და გვი­თხრეს, უცხო­ეთ­ში უნდა წა­იყ­ვა­ნო­თო. ახლა ვე­ძებთ გზებს, რო­გორ წა­ვიყ­ვა­ნოთ იქ, სა­დაც გვი­თხრეს. მკურ­ნა­ლო­ბას დრო დას­ჭირ­დე­ბაო, ასე გვე­უბ­ნე­ბი­ან ექი­მე­ბი" - ამბობს გოგი თოფაძე.

ცნო­ბი­სათ­ვის, ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2 აგ­ვის­ტოს სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლია. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და.შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ლე­ვან თო­ფა­ძეს მის­სა­ვე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.