შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალთან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად ჩავიდა.
შინდისში იმყოფება ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. მათ შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში 17 სამხედრო გმირულად დაეცა.