თეთრ სახლთან სროლის გამო დაცვამ დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინა და ოთახიდან გაიყვანა

თეთრ სახლთან სროლის გამო დაცვამ დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინა და ოთახიდან გაიყვანა

თეთრ სახლთან მომხდარი სროლის გამო აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინეს და ოთახიდან გაიყვანეს. ამის შესახებ cnbc წერს.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპი ბრიფინგის ოთახში რამდენიმე წუთში დაუბრუნდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამართალდამცავებმა შეიარაღებულ პირს ესროლეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„თეთრ სახლთან სროლა იყო. როგორც ჩანს, სიტუაციას ძალიან კარგად აკონტროლებენ. ვიღაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. არ მაქვს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სროლის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.