ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ არეულობას მსხვერპლი მოჰყვა

ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ არეულობას მსხვერპლი მოჰყვა

ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ერთ-ერთი დემონსტრანტი შეეცადა სამართალდამცავების მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა , თუმცა ის ხელში აუფეთქდა,“- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები ორი დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩევლების ხმების 80.23% მიიღო. ბელარუსის პოლიციამ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

Aburjga Tasmanieli ეს სულ პოლონეთის და კოლექტიური დასავლეთის ოინებია, ასულელებენ საზოგადოების უპასუხისმგებლო, უთავმოყვარეო და უვიც ფენას! ერთი რამე ნორმალური არგუმენტი მაინც მითხარით ვინმემ რატომ უნდა აირჩიოს ბელორუსმა ხალხმა ვიღაც ნაძირალა პოლონეთის ოფიციალური მსტოვარი ბლოგერის ცოლი საკუთარ პრეზიდენტად??!! ბლოგერის ცოლი კაცო, ბლოგერის ცოლი პრეზიდენტადო, აზრზე ხართ რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ ბელორუსებს??! თანაც ეს ბელორუსიელები ხედავენ, რომ იქვე უკრაინაში რა ბარდაკია, როგორ გააკოტრეს და მიწა-წყალიც კი გაუყიდეს მოფაშისტო ლიბერალ-დემოკრატებმა, ჯერ იუშჩენკო - ტიმოშჩენკოს, ახლა კი კომედიანტი ზელენსკის მეთაურობით!
4 წლის უკან