„თუ მესტიაში კორონავირუსი თბილისიდან აიტანეს, მაშინ რატომ ვკეტავთ მესტიას და არა თბილისს?" - ასე ეხმაურება გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მესტიასა და უშგულში ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო დაწესებულ შეზღუდვებს.
ჯაფარიძის ამ კითხვას დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „დაიჯესტთან" უპასუხა:
„სადაც გავრცელდა ისაა სახიფათო, საიდან სად წავიდა ჯერ კვლევა მიდის", - განაცხადა ინაძემ.
მისივე თქმით, თბილისში გამოვლენილი 5 შემთხვევა მოსახლეობაზე გადათვლით იმაზე გაცილებით ცოტაა ვიდრე ლენჯერში გამოვლენილი 17 ახალი ფაქტი.
ცნობისთვის, დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულში შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.
ახლა ამ გამოგირჩებულმა ჯაფარიძემ ახალი ტრენდი (მის ენაზე ვამბობ) დანერგა - ნებაყოფლობით შარვლის ჩახდა და მტრისთვის თრაქის მიშვერა!
საცოდაო ჩემო ქვეყანავ! უბედურო ჯაფარიძნებო!!!