ევროკომისიის პრეზიდენტი: მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, ამომრჩეველთა ხმები ზუსტად დათვალონ

ევროკომისიის პრეზიდენტი: მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, ამომრჩეველთა ხმები ზუსტად დათვალონ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების შევიწროებასა და ძალადობრივ რეპრესიების ევროპაში ადგილი არ აქვს. ბელარუსში ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს. მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, ამომრჩეველთა ხმები ზუსტად დათვალონ და გამოაქვეყნონ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.

 

Aburjga Tasmanieli გულდაწყვეტილი ბრძანდებით ქალბატონო ურსულა ფონ დერ ლაიენ?! რა ქენით, დიდი მცდელობის მიუხედავად ჯერ ვერ დაშალეთ ბელორუსია?! ვერ გახადეთ ვიღაც ბლოგერის ცოლი პრეზიდენტი?! აი, აი ....აი! ვერ გითანაგრძნობთ, ვერა!
4 წლის უკან