უკვე რამდენიმე თვეა 27 წლის მომღერალი, არიანა გრანდე ლოს-ანჯელესში, თვითიზოლაციაში შეყვარებულთან დელტონ გომეზთან ერთად იმყოფება, ახლახანს კი წყვილმა რამდენიმე ახლო მეგობართან ერთად ქალაქი დატოვა და იუტას შტატს ესტუმრა. ფოტოები არიანამ ინსტაგრამზე მის 197 მილიონ გამომწერს გაუზიარა.
ფოტოებიდან ვიგებთ, რომ მომღერალი შესანიშნავ დროს ატარებს. რამდენიმე ფოტოში ის ბუნების ფონზე შავი მაისურით, ჯინსის შარვლით, თეთრი კედებით და ჩალის ქუდით პოზირებს. არიანამ და დელტონმა იუტაში მათი ძაღლებიც წაიყვანეს.