როგორ გამოეხმაურნენ ამერიკელი პოლიტიკოსები აგვისტოს ომის წლისთავს

როგორ გამოეხმაურნენ ამერიკელი პოლიტიკოსები აგვისტოს ომის წლისთავს

12 წლის წინ, რუსეთის მხრიდან, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და კიბერ ომს, მიმდინარე რუსულ ოკუპაციასა და მოსკოვის მიერ, ჩვენი ერის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას მთელი კვირის მანძილზე, სოციალური მედიისა და ოფიციალური განცხადებების საშუალებით შეერთებული შტატების ფაქტობრივად სრული მოქმედი და ექს პოლიტიკური სპექტრი ეხმიანებოდა.

ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოს მაღალი თანამდებობის პირები, კვლევითი და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით აგზავნიდნენ მესიჯებს, გმობდნენ რუსულ აგრესიას და გვიცხადებდნენ თანადგომას.