გერმანიაში მფრინავი ტაქსი გამოსცადეს

გერმანიაში მფრინავი ტაქსი გამოსცადეს

გერმანიაში მფრინავი ტაქსი City Airbus გამოსცადეს, რომელსაც ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და საათში 120 კილომეტრ ავითარებს. ამის შესახებ Travel and Leisure წერს.

ტაქსის შემქმნელები აცხადებენ, რომ იმედი აქვთ, მალე მფრინავი ტაქსები ქალაქში მგზავრებს გადაიყვანენ და ამის შედეგად საცობების თავიდან აცილება მოხდება. „მფრინავ ტაქსს, ხმელეთზე მოძრავისგან ის უპირატესობა აქვს, რომ უხმაუროდ გადაადგილდება“, - აცხადებენ გამომგონებლები.

პირველი ფრენა, გერამნიაში მფრინავი ტაქსით 2019 წლის დეკემბერში შესრულდა. ამ დრომდე არაა ცნობილი, როდის დაიწყება გერმანიაში მფრინავი ტაქსების წარმოება.