"მოძმეთა სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და პასუხს ითხოვს"

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ყველა ნაბიჯი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რუსეთთან მიმართებაში გადაიდგა, სწორედ რუსეთის სტრატეგიული დაზვერვის სცენარით იყო გაწერილი,

ვისაც სარკოზის მემუარების გამოქვეყნების შემდეგ ამაში კიდევ ეჭვი ეპარება, ის ვერც ვერასდროს ვერაფერს მიხვდება.და მასთან საუბარსაც აზრი არა აქვს.

უბრალოდ ამ მოღალატეთა კასტას უნდა შემოვაცალოთ პოლიტიკური შეფუთვა , რათა ქვეყნის ძარცვის შედეგად ნაშოვნი ფულით ვიღაცეები არ ააყვირონ პოლიტიკური დევნის შესახებ.

ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა არჩევნები.

ამათ ხმები არ უნდა მიიღონ.

ესენი უნდა გასამართლდნენ სამშობლოს ღალატის, ჩვენი მოქალაქეების დაღუპვის, ტერიტორიების დაკარგვის, მტერთან შეთანხმებულად ქვეყნის სამ ნაწილად დაშლის გამო.

"მოძმეთა სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და პასუხს ითხოვს".

ვერავითარ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ, სანამ იმათ არ დავსჯით, ვინც მიზანმიმართულად და შეგნებულად ჩააბარა ისინი.”