რამდენიმე საათის წინ, კაილი ჯენერი პაპარაცებმა კალიფორნიაში დააფიქსირეს.
22 წლის ბიზნესმენი საკმაოდ უჩვეულო იმიჯით გამოჩნდა და ზაფხულის ცხელი ამინდის მიუხედავად, კამერების წინ მაღალყელიანი ჩექმით იპოზიორა, რომელსაც ე.წ. ოვერსაიზ პერანგი შეუხამა.
კადრებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, Daily Mail-ის გამომწერები აღნიშნავენ, რომ სიცხეს ეს იმიჯი ნამდვილად არ უხდება, მით უფრო, ამ სტილმა უფრო გამოკვეთა კაილის მიერ მომატებული კილოგრამები.