შეგახსენებთ, რომ 55 წლის ამერიკელი მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი გასულ დღეს საკუთარ ბუტიკში შენიშნეს, როგორც იცით შემსრულებელს საკუთარი ბრენდი აქვს SUP by Sarah Jessica Parker, რომლის მაღაზიაც მანჰეტენზე მდებარეობს.
პაპარაცულ ფოტოებში კარგად ჩანს, რომ 55 წლის მსახიობი მომხმარებელს პროდუქციის შერჩევაში თავად ეხმარება, კადრებმა საზოგადოების დადებით გამოხმაურება მოიპოვა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ პაპარაცებმა რამდენიმე საათის წინ სარა მაღაზიის თანამშრომლებთან საუბრისას შენიშნეს, ისინი ამტკიცებენ, რომ მსახიობი გოგონებს მკაცრად და ცოტა უხეშადაც კი ელაპარაკებოდა. ზოგიერთი თვითმხილველი აღნიშნავს, რომ ტაბლოიდების მონათხრობი გადაჭარბებულია.