ალექსანდრე ლუკაშენკო: ჩემი კოლია, ალბათ, არასდროს იქნება პრეზიდენტი - მას პრეზიდენტობისთვის არ ვამზადებ

ალექსანდრე ლუკაშენკო: ჩემი კოლია, ალბათ, არასდროს იქნება პრეზიდენტი - მას პრეზიდენტობისთვის არ ვამზადებ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თავის უმცროს შვილს პრეზიდენტის როლისთვის არ ამზადებს.

ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

დიმიტრი გორდონის კითხვას, ამზადებს თუ არა პრეზიდენტობისთვის თავის შვილს, ალექსანდრე ლუკაშენკომ უპასუხა: „არა. ჩემი კოლია, ალბათ, არასდროს იქნება პრეზიდენტი“.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას თავად არ სურს, რომ ეს მოხდეს.

„კოლია წინასაარჩევნო კამპანიის დროს დამყვებოდა, ყველა შეხვედრას ესწრებოდა. შევატყვე, რომ შეიცვალა. მან ეს სიბინძურე დაინახა“, - დასძინა მან.